ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ჩვენი კომპანია წარმოადგენს საიმედო პარტნიორს ავტომობილების ევაკუაციისა და ტექნიკური დახმარების სფეროში. მრავალწლიანი გამოცდილებით ვემსახურებით როგორც კერძო პირებს, ასევე კომპანიებს და უზრუნველვყოფთ სწრაფ, უსაფრთხო და პროფესიონალურ მომსახურებას. ჩვენს ავტოპარკში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ევაკუატორები, რომლებიც გათვლილია ნებისმიერი ტიპის ავტომობილის გადაყვანაზე — მსუბუქი მანქანებიდან დაწყებული დაზიანებული ან არამოძრავი ავტომობილებით დამთავრებული. თანამედროვე ტექნიკა და გამოცდილი ოპერატორები გვაძლევს საშუალებას, რომ მომსახურება შევასრულოთ მაქსიმალური სიზუსტით და უსაფრთხოებით. ჩვენი მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის სწრაფი და კომფორტული დახმარების უზრუნველყოფა გზაზე წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში. ვმუშაობთ ოპერატიულად და პასუხისმგებლობით, რათა თქვენი ავტომობილი დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მივიყვანოთ. თუ გზაზე პრობლემას შეხვდით — ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ნებისმიერ დროს.

24/7 ხელმისაწვდომია
მარტივი გადახდა

რატომ ჩვენ ?

ჩვენი უპირატესობები

ხელმისაწვდომი ფასები

ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან ევაკუატორის მომსახურებას ხელმისაწვდომ ფასად, დამატებითი და დამალული გადასახადების გარეშე.

ეფექტური მომსახურება

ოპერატიულად ვრეაგირებთ თქვენს გამოძახებაზე და უზრუნველყოფთ ავტომობილის სწრაფ და უსაფრთხო გადაყვანას.

პროფესიონალური გუნდი

ჩვენი გამოცდილი ოპერატორები და თანამედროვე ტექნიკა უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის უსაფრთხო ტრანსპორტირებას.

რატომ ჩვენ ?

საგზაო დახმარება და ევაკუატორის მომსახურება

დაზიანებული ან გაუმართავი ავტომობილის გადაადგილება ხშირად რთული და რისკიანია შესაბამისი ტექნიკის გარეშე. ჩვენი კომპანია გთავაზობთ სწრაფ და უსაფრთხო ევაკუატორის მომსახურებას. გვყავს სხვადასხვა ტიპის ევაკუატორი — 1 მანქანიანი, 2 მანქანიანი, 3 მანქანიანი და სპეციალური ობობა ევაკუატორი, რომელიც არამოძრავ ავტომობილსაც დამოუკიდებლად ტვირთავს. საჭიროების შემთხვევაში დაზიანებულ ავტომობილს გადავიყვანთ ჩვენს ავტოსახელოსნოში, სადაც შესაძლებელია მისი დიაგნოსტიკა და სრული შეკეთება.

გჭირდება ევაკუატორი ?

თუ გზაზე პრობლემა შეგექმნათ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს დაგეხმაროთ.